
თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგია?
თბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, ბაბუციძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს