
ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგია თითქმის სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი კვლავ უცნობია
ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, ელექტროენერგია თითქმის სრულად აღდგა, თუმცა მასობრივი გათიშვის მიზეზი უცნობია. ქვეყნის პრემიერმა პედრო სანჩესმა X-ზე დაწერა, რომ სატრანსპორტო საშუალებები ქვეყანაში სრულად აღდგა. მისივე განცხადებით, მომხდარზე უშიშროების საბჭოში იმსჯელებენ. ასევე მედიაში ვრცელდება ცნობები შესაძლო საბოტაჟზეც. პორტუგალიის პრემიერმა ლუის მონტენეგრომ კიბერთავდასხმა გამორიცხა. ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია 28