
საწვავის მოხმარება 10%-ზე მეტად გაიზარდა – Wissol-ის გენდირექტორი
“ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ საწვავის მოხმარება ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება. როგორც მან “საქმიან დილასთან” ინტერვიუში მოხმარების ტრენდებზე საუბრისას განაცხადა, ასევე მზარდია მოხმარება ელექტროდამტენების მიმართულებით. “[საწვავის] მოხმარება იზრდება ქვეყანაში და ეს ძალიან კარგია. განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე ორნიშნა ზრდა გვაქვს მოხმარებაში, რაც 10%-ზე მეტია. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ელექტროდამტენების განვითარებაა და იქაც ვხედავთ