
მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. აღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით