
ევროკომისიამ ავტომწარმოებლებისთვის CO2-ის ემისიების რეგულაციები შეარბილა
ევროპულმა კომისიამ ავტომწარმოებლებისთვის ნახშირორჟანგის ემისიებზე რეგულაცია შეარბილა. ამიერიდან, განახლებული სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში, კომპანიებს საჭირო ეკომეგობრული პოლიტიკის დასანერგად, 1-ის ნაცვლად, 3 წელი ეძლევათ. ევროკავშირს რეგულაციების შერბილების თხოვნით თავად ევროპელმა ავტომწარმოებლებმა მიმართეს, მათი განმარტებით ემისიების სამიზნე ნიშნულამდე დაყვანა კომპანიების მიერ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდაზეა დამოკიდებული, ეს კი ის სეგმენტია, რომელშიც ჩინური და ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ. შეთავაზებული