
ენერგოეფექტურობის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით გრძელდება – MES-ის ხელმძღვანელი
ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანია MES-ის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეგაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტის დაფინანსებას. მან საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და ამ მიმართულებით ბოლოს მიღებულ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება. “პროექტისთვის 8,5 მილიონი გამოყო ევროკავშირმა. ის ეხმარება საქართველოს მთავრობას ევროკავშირის რიგი დირექტივების კანონმდებლობაში ტრანსპოზიციაში. საქართველოს მთავრობას ვალდებულება ჰქონდა შეემუშავებინა 30 კანონქვემდებარე აქტი. 19 ენერგოეფექტურობის