
გასულ წელს GWP-ის მომხმარებლებისთვის წყლის 8 600-ზე მეტი წყვეტა დაფიქსირდა – ენერგოომბუდსმენი
2024 წლის მონაცემებით, ენერგოომბუდსმენის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე საქმის წარმოება 244 განცხადების საფუძველზე დაიწყო. საზოგადოებრივი დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, ლიცენზიატ კომპანიებში გაიგზავნა 618 რეკომენდაცია/შუამდგომლობა. კომპანიების მიხედვით განცხადებების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 143 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 92 შპს „ბათუმის წყალი“ – 9 მომხმარებლების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა