
“EU-ს მოვუწოდებთ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს” – მარგუს ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო ესტონეთის მთავრობა ევროკავშირს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ცაჰკნამ ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ესტონეთმა ათობით ადამიანს პერსონალური სანქციები დაუწესა, მათ შორისაა [ბიძინა] ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების