
კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა. ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა ჯერ კიდევ 2022 წელს შეთანხმდა. ნაწილობრივ შეიცვალა სატრანსპორტო ზონის და რეკრეაციული სტატუსი. ახალი ინვესტორის, ილია წულაიას თქმით