
“ვარკეთილის” მეტროს რეაბილიტაცია, 9-წლიანი დაგვიანებით, სექტემბერში დასრულდება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. შესაბამისი ხელშეკრულება უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა. ამის შესახებ, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიზეზებსა და მიმდინარე სამუშაოებზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ