
WOAH-ის ევროპის რეგიონული წარმომადგენლობის უფროს მრჩევლად ვასილ ბასილაძე დაინიშნა
“ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული წარმომადგენლობის უფროს მრჩევლად, პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 92-ე გენერალურ სესიაზე, საქართველოს წარმომადგენელი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე წარადგინეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. მათი ცნობით, სესიაზე ვასილ ბასილაძემ რეგიონში მიმდინარე და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ცხოველთა