
არაგვის დაცული ტერიტორიები ფართოვდება და ვაშლობის ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება. შესაბამისი ცვლილება „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილების ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. კანონპროექტი, საბოლოო მიღებამდე პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებზე უნდა მოისმინონ და დასკვნები