
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „ბიზნესმენები მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს ახორციელებენ“. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, ამ ვითარებაში არათუ უცხოური, არამედ ახალი ადგილობრივი ინვესტიციებიც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბიზნესის კეთებას განწყობა სჭირდება. „გარე ინვესტიციები, პრაქტიკულად, არ შემოდის, ხოლო შიდა ინვესტიციებს ისინი