
“პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ. პრემიერი საქმის კურსში არ იყო” – გომელაური
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დადგმის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო და საქმის კურსში არც პრემიერი იყო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. საქმე ისაა, რომ გომელაური პროკურატურამ ჩორჩანას ეპიზოდის გამოძიებაზე მოწმის სახით დაიბარა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს