
თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება
ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მიზნად ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ თიბისის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვეფხვია ლომინაშვილმა და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება ბევრი