
თბილისის მერია კიდევ 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო კამერას ყიდულობს
თბილისის მერია 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო კამერას ყიდულობს. შესაბამისი სატენდერო განაცხადი შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 048 258 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ტენდერის მიხედვით, კამერების გარდა, შესყიდვა თანმდევი მომსახურებით – მოწყობა და კონფიგურაციასაც ითვალისწინებს, რომელიც მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25