
„ვინივერი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს – სად გაიყიდება კომპანიის ღვინო?
ქართული მეღვინეობა „ვინივერია“ 2025 წელს ახალი საექსპორტო ბაზრებზე გასვლისთვის მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზვიად გურაშვილმა BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე წელს ბრენდის სტრატეგიული მიმართულება ექსპორტზე ორიენტირება იქნება. „ჩვენი კომპანია 20 წლის გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში მეღვინეობა უწყვეტად ვითარდებოდა – დავიწყეთ 4 სახეობით, ხოლო დღეს უკვე 18 სხვადასხვა სახეობის ღვინო, 2 სახეობის პეტნატი და ჭაჭა გვაქვს წარმოებაში.