
“ალბათ, ცოტა დრო დამჭირდება ამ ამბის გასააზრებლად” – დევიდ ბექჰემს რაინდის წოდება მიენიჭა
ლეგენდარული ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მეფე ჩარლზმა სპორტში და ქველმოქმედებაში გაწეული ღვაწლისთვის რაინდად აკურთხა. 50 წლის ყოფილ სპორტსმენთან ერთად რაინდის წოდება მიენიჭათ ოსკაროსან მსახიობ გარი ოლდმანსა და ლეგენდარულ როკ ჯგუფ The Who-ს ფრონტმენ როჯერ დოლთრის, მეფის დაბადების დღის საპატიო სიის ფარგლებში, რომელიც აღიარებს გამორჩეულ ინდივიდებსა და მათ წვლილს ბრიტანულ საზოგადოებაში. ამიერიდან ბექჰემს ოფიციალურად ეწოდება