
ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები – კობახიძის ანგარიში
ირაკლი კობახიძის მიერ ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი მოხსნების მიხედვით, 2024-2025 წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფოკუსში ევროპის ქვეყნები იყო. “ოცნების” პრემიერი EPC-ს სამიტების ფარგლებში ეწვია გაერთიანებულ სამეფოს ( 2024 ივლისში), უნგრეთს (2024 წლის ნოემბერში) და ალბანეთს (2025 წლის მაისში). გარდა ამისა, ანგარიშს მიხედვით მაკა ბოჭორიშვილმა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები განახორციელა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, უნგრეთში და ვატიკანში.