
ტრამპის წარმომადგენელი პუტინს შეხვდა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც კრემლი იტყობინება, შეხვედრამ ოთხ საათზე მეტხანს გასტანა, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის საკითხის გადაჭრის ასპექტები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ვიტკოფის და პუტინის ეს უკვე მესამე შეხვედრაა წელს, რომელსაც პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ვაშინგტონში, კირილ დმიტრიევი “პროდუქტიულს” უწოდებს. ცნობისთვის, 49 წლის დმიტრიევი, რომელიც რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელია, ვაშინგტონში იმყოფებოდა