
მესხური ფურნე “ამბარი” ღვინის დაწურვასაც იწყებს და მარნის აშენებას გეგმავს
ახალციხეში მდებარე აგროტურისტული ობიექტი „მესხური ფურნე ამბარი“ შემოდგომამდე მცირე მარნის აშენებას გეგმავს. როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, ზაზა ივანიძემ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, პროექტის განხორციელებისთვის 10 000 ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, რომელიც სამომხმარებლო სესხით უნდა უზრუნველყოს. „ვაზის ენდემური ჯიშების გაშენების შემდეგ დავიწყეთ ღვინის წარმოებაც. ჩვენი ვენახი ფურნეს წინ, ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული და უკვე გვაქვს პირველი მსხმოიარობის ნიშნები. ამასთან