
“ზარაფხანა”: თუ ოქროს ფასი $3200-ს გადააჭარბებს, ნაკეთობების გაძვირება მოგვიწევს
უნცია ოქროს ფასმა 3100 დოლარს გადააჭარბა – ძვირფასი ლითონის ღირებულება მორიგ რეკორდს ხსნის. ოქრო ერთ წელში დაახლოებით 40%-ით გაძვირდა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთანაა კავშირში. ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და “სავაჭრო