
ტრამპმა კატართან $1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის ამირასთან რამდენიმე, ჯამურად $243.5 მილიარდის ღირებულების და უფრო ფართო, $1.2 ტრილიონად შეფასებული “ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმა. თეთრი სახლის განცხადებით, შეთანხმება რამდენიმე სექტორს, მათ შორის ავიაციას, ენერგეტიკასა და კვანტურ ტექნოლოგიებს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია Boeing-სა და Qatar Airways-ს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ამერიკული Boeing-ი თავის ყველაზე დიდ