
“ყავის ფასი, მინიმუმ, 10-12%-ით გაიზარდა”- როგორია გლობალურ ბაზარზე ყავის გაძვირების ეფექტი
საქართველოში ყავის იმპორტი მხოლოდ მარტში 56%-ით გაძვირდა – მიზეზი გლობალურ ბაზარზე ყავის ფასის მზარდი დინამიკაა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ფიქსირდება. ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახება. ყავის ფასების დაკორექტირება მოუწიათ კომპანია Julius Meinl-ში. ავსტრიული ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში გვიცხადებენ, რომ ფასები პირველად ოქტომბერში კორექტირდა, თუმცა გლობალურად ფასების ზრდის ფონზე კომპანიას