
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი განცხადებას ავრცელებს
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი სპეკულაციებს უწოდებს ცნობას ცენტრის გაუქმების შესახებ. თუმცა დღეს, 4 ივნისს, გავრცელებულ განცხადებაში წულეისკირი თავადვე ადასტურებს, რომ ცენტრის ფუნქციებს სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. აქამდე ზემოხსენებული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებობდა. „საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები