
დღეს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან 19 რეისი გაუქმდა
ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, დღეს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ჯამში 19 რეისი გაუქმდა. როგორც BM.GE-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, თბილისის აეროპორტიდან ამ დროისთვის 15 რეისია გაუქმებული, შემდეგი მიმართულებებით: აბუ-დაბი, შარჟა, ერბილი, დელი, დუბაი, თელ-ავივი. ხოლო ბათუმის აეროპორტიდან გაუქმებულია 4 რეისი: ორი ისრაელის, ერთი ირანის და ერთი საამიროების მიმართულებით. გუშინ, საბოლოო ჯამში, 16 რეისი