
გლდანის გამგეობის მიმდებარედ საფეხმავლო გადასასვლელი მოეწყობა – კახა კალაძე
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა. „პროექტის მთავარი მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა. აღსანიშნავია, რომ გადასასვლელის მოწყობა