
კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე
კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც “ოცნების” პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა. „კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე უპასუხა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ აუდიტორად წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.