
მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით. მან ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმროს, ibis Tbilisi Airport-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. “თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს