
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე დაინიშნა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. დღეს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აბაშიძემ მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა. როგორც BM.GE-ის საკრებულოში განუცხადეს, მისი კანდიდატურა ვაკანტურ თანამდებობაზე ერთადერთი იყო. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.