
“ისნის გზაზე მიწის მცირე მასა ჩამოიშალა” – თბილისის მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, ლევილის N6-ში, გზაზე მიწის მცირე მასა ჩამოიშალა. როგორც მერიაში Bm.ge-ს უთხრეს, გზა უკვე გაწმენდილია და გახსნილია. აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიას პარტიამ, თბილისი საქართველოსთვის გაავრცელა განცხადება, რომ ეს ფაქტი სერიოზულ შეკითხვებს აჩენს ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ და ასევე თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ინფორმაცია ბოლო დღეებში მომხდარი ყველა ჩამოშლილი მონაკვეთის შესახებ.