
დადიანის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებლის იატაკი ჩაინგრა, 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით იზ
თბილისის მერიის განცხადებით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთზე, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მერიის შესაბამისი სამსახურები. “მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა.