
ფინეთში ბოლო აქტიური ქვანახშირის ელექტრო და თბოსადგურები დახურეს
1 აპრილიდან ფინეთში მოქმედმა ქვანახშირზე მომუშავე უკანასკნელმა ელექტრო და თბოსადგურებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. როგორც Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული, ელექტრო და თბოსადგურების დახურვა ჰელსინკის ენერგოკომპანია Helen-ს საშუალებას აძლევს, შეამციროს ნახშირორჟანგის ემისიები და მომხმარებლისთვის მზარდი კომუნალური გადასახადები დაარეგულიროს. მას შემდეგ, რაც ფინეთის მთავრობამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება, 2029 წლიდან ენერგიის წარმოებაში ქვანახშირის გამოყენება აეკრძალა, ამ ინდუსტრიის ეტაპობრივი კოლაფსი დაიწყო