
ნორმალურ, ცივილურ სამყაროში მფლობელმა ან დამფუძნებელმა თეატრის მენეჯმენტის შეცვლა რომ დააყენოს დღის წესრიგში, უპირველესად, უნდა შეხედოს მისი დასწრების სტატისტიკას, – ასე ეხმაურება ნიკოლოზ რაჭველი დავით დოიაშვილის გათავისუფლებას. მისი თქმით, დოიაშვილის ბიოგრაფია კიდევ უფრო მდიდარი და ისტორიული გახდა, რაც დიდი ხელოვანების ხვედრია. “ამ ამბებისგან გამოწვეული სიბრაზე სულ მაბრუნებს მოგონებებში, თუ როგორ მდგომარეობაში ჩავიბარეთ ვასო აბაშიძის სახელობის