
“კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა” – სურსათის სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული