
თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტთან ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა
თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტთან ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. როგორც Times of Israel წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაკეტის ჰაერში განადგურება ვერ შეძლო. ბოლო ცნობებით, დაშავებულია 6 ადამიანი. ამ დროისთვის, ისრაელის მთავარმა აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.