
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2 358 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 5,4%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თითქმის 12%-ით არის გაზრდილი სამშენებლო ფართის მოცულობა. საქსტატის მიხედვით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% თბილისზე მოდის. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში კლებას არ ელის და ამბობს, რომ მათ შორის დედაქალაქში