
“ვიმუშავებთ, რომ 60-70% კი არა, ჭიათურიდან ხმების 10%-იც ვერ წაიღოთ” – მაღაროელები მთავრობას
ჭიათურაში საპროტესტო აქციების მონაწილე მაღაროელი, თემურ მოდებაძე მთავრობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი განცხადებით, ხელისუფლება ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში ჭიათურიდან ხმების 10%-საც ვერ წაიღებს. მაღაროელების სახელით თემურ მოდებაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გვერდ „მაღაროელზე“ გასული Live-ჩართვისას ის ამბობს, რომ ჭიათურაში შექმნილ ვითარებას მათ ნაცვლად, ვერც კომპანია და ვერც