
მთავრობამ თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტს“ ქუთაისში ყოფილი „საგრენაჟო ქარხნის“ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება უკვე მეორედ – 2027 წლის 28 ივლისამდე გადაუვადა. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 539-ე განკარგულებიდან ვიგებთ, რომ სახელმწიფო ქონება „სითი ლოფტს“, რომლის უფლებამონაცვლე კომპანია „ქუთაისის ქარხანაა“, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2021 წელს გადაეცა. მიყიდვა პირობიანი იყო და პრივატიზებული 5 926 კვ.მ-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა