
სახელოსნოს დაწვის შემდეგ “თვითიმ” ოპერირება განაახლა
ბავშვის განმავითარებელი ავეჯისა და სათამაშოების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „თვითი“, რომელსაც 2024 წლის ნოემბერში გაჩენილი ხანძრის შედეგად საწარმოო სივრცე გაუნადგურდა, საქმიანობა განაახლა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო ჩიტაძემ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” ისაუბრა. მისივე თქმით, სწორედ მომხმარებლების აქტიური მხარდაჭერა და გამამხნევებელი შეტყობინებები გახდა მთავარი მოტივატორი, რამაც გუნდს ძალა მისცა ყველა შეკვეთა დროულად შეესრულებინა. აღდგენით პროცესში ფინანსურადაც