
თიბისი კამპუსის განათლების პროგრამებზე 3500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ. თიბისი კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 3 562 ახალგაზრდა დარეგისტრირდა, ონლაინ სწავლება კი მაისიდან დაიწყება. კამპუსის სტუდენტები 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა