
TBC UZ-მა Triple Jump-ისგან $12.5 მილიონი მოიზიდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული “თიბისი ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალმა “თიბისი უზბეკეთმა” ნიდერლანდური საინვესტიციო კომპანია Triple Jump-ისგან $12.5 მილიონი მოიზიდა, რომელსაც საკუთარი საინვესტიციო ბაზის დივერსიფიცირებისთვის და ცენტრალურ აზიაში ფინანსური ინკლუზიურობის გასაზრდელად გამოიყენებს. ამ თანხით “თიბისი უზბეკეთი” SME-სექტორისთვის განკუთვნილ საკრედიტო პორტფელს დააფინანსებს, რომლის გამოშვება ბაზარზე უახლოეს მომავალში იგეგმება. აღნიშნული გარიგებით, Triple Jump-ის მიერ “თიბისი უზბეკეთისთვის” გამოყოფილი სახსრების ჯამურმა