
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა, (სასცენო სახელი — “ჭოხოები”) თსუ-ში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი განმარტავენ შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი კონცერტის პარალელურად მათე დევიძისა და სხვა სინდისის პატიმრების სოლიდარობის აქცია იმართებოდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ სტუდენტს, რომელიც სთხოვს ჭოხოებს, რომ განცხადება გააკეთონ მათე დევიძის განაჩენთან დაკავშირებით: “გთხოვ, ერთი