
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?
ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა. მართალია, ამჟამად კურსი 38 ლირის ფარგლებშია დასტაბილურებული, თუმცა ეს ერთწლიან პერიოდში მაინც 25%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია, რაც ძირითად ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია.