
ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ამერიკულ ტარიფებს, სავარაუდოდ, ერთად უპასუხებენ
ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, ერთობლივად უპასუხონ აშშ-ის ტარიფებს, – ამის შესახებ Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეკონომიკური ყრილობა, რომელიც აზიურ ტიტანებს შორის ამ უქმეებზე ბოლო ხუთ წელიწადში პირველად შედგა. აშშ-ის მთავრობისგან მომავალი საფრთხის ფონზე, ქვეყნები რეგიონული ვაჭრობის გაფართოებაზე დაფიქრდნენ. როგორც ჩინურ მედიაში წერენ, იაპონია და კორეა ჩინეთიდან ნახევარგამტარების დასამზადებლად საჭირო