
„მიმდინარე ამბების გამო, რესურსები ექსპორტზე მივმართეთ“ – რა გეგმები აქვს Gepherrini-ს?
გადავწყვიტეთ, მთლიანი რესურსები ექსპორტზე მივმართოთ, – ამის შესახებ BM.GE-ის ტყავის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის Gepherrini-ს გენერალურმა დირექტორმა, ილია გეფერიძემ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა და ინვესტორებთან ურთიერთობა გაართულა, სწორედ ამიტომ კომპანია საექსპორტო ქვეყნებში აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას აპირებს. “ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბების გამო, მთელი რესურსები ექსპორტზე