
16 ივნისიდან Crystal საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს – რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?
16 ივნისიდან “კრისტალი” მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს. როგორც “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა ილია რევიამ “საქმიან დილაში” განაცხადა, საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია აქტიურად ემზადებოდა ახალი ეტაპისთვის. “ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული. დაახლოებით 95 სხვადასხვა ტიპის პროექტი, ტრანსფორმაციული ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის”,- ამბობს ილია რევია. ამასთან, მან