
ალიევი ამბობს, რომ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე მან ასევე თქვა, რომ უკრაინა და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში. ანდრე სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ალიევთან ღია