
გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
„გამოჩნდი!“ – ამ გზავნილით მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ამერიკაში პირველი მოტოციკლეტების მწარმოებელი ბრენდი „Indian Motorcycle“ საქართველოში ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მისი მიზანი იმ ადამიანების „გამოჩენაა“, რომლებსაც მოტოციკლეტების სამყაროში გადმოსვლა და იმ განცდების გაზიარება სურთ, რასაც ინდივიდუალიზმი, თავგადასავალი და თავისუფლება ჰქვია. გამოჩნდი! – კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლიც მოტოციკლისტებზეა, მათი ცხოვრების სტილსა და ფილოსოფიაზე, მათ საყვარელ ადგილებსა