
ინდოეთი საბანკო სექტორში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას გეგმავს
უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ინდოეთის ცენტრალური ბანკი საბანკო საკუთრების წესების შერბილებას და ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს. ბოლო პერიოდში, ინდოეთის სარეზერვო ბანკმა დაამტკიცა იაპონური Sumitomo Mitsui Banking-ის მიერ Yes Bank-ის 20%-იანი წილის შეძენა, რაც ინდოეთის ფინანსურ სექტორში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გარიგებას წარმოადგენს. პარალელურად, კანადური Fairfax Holdings-ი და დუბაიშიდაფუძნებული Emirates NBD იბრძვიან IDBI Bank-ის 60%-იანი წილის შესაძენად